Wednesday, August 15, 2018

პრეექტის აღწერა


•პროექტის სახელწოდება: სივრცული ფიგურები
•პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მათემატიკაში ნასწავლი სივრცული  ფიგურების მოცულობის გამოთვლის ცოდნის გამოყენება პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად.
•პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები ვერ აკავშირებენ მათემატიკაში შესწავლილ თემებს პრაქტიკულ ამოცანებთან, რის გამოც დაბალია მათი მოტივაცია.
Image result for ცილინდრის ფორმის წყლის ცისტერნა•პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა დაინახონ და გაიაზრონ სწავლის აუცილებლობა რეალური საჭირეობისათვის. გამოთვლიან სხეულის მოცულობას
•მონაწილეთა ასაკი: 18 წელი
•ვადები/ხანგრძლივობა: 1კვირა


•მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეძლებენ ნასწავლი მასალის გაანალიზებას და ადაპტაციას რეალურ ვითარებაში. დაამზადებენ ცილინდრის და მართკუთხედის ფორმის თუნუქის ჭურჭლებს.
•პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, სანტიმეტრი, თაბახის ფურცლები, საწერი კალამი, კალკულატორი, თუნუქის ფურცლები.
•პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 
        დაფაზე ვწერ პროექტის დასახელებას. ,,სივრცული ფიგურები". კლასს გავყოფ ორ ჯგუფად. თითო ჯგუფში გამოიკვეთება  ლიდერი, რომელიც გააკონტროლებს პროექტზე მუშაობის პროცესს.  ერთი ჯგუფი ირჩევს ცილინდრის ფორმის ჭურჭელს, ხოლო მეორე მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის ჭურჭელს. ჯგუფები მოიძიებენ თავიანთ სახლებში ან მეზობლებთან ასეთი ფორმის ჭურჭლებს, გაზომავენ მის მოცულობას და გაიგებენ რა რაოდენობის წყალი  ჩაეტევა მასში.
        შემდეგ თვითონაც დაამზადებენ გარკვეული ტევადობის ჭურჭელს თუნუქის ფურცლებით და დაინახავენ მოცულობის სწავლის საჭიროებას ყოფა-ცხოვრებაში.Image result for რკინის ბაიოკი
•საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათ. X11.5. მოსწავლეს შეუძლია ფიგურის ან მათი ელემენტის ზომების პოვნა/ შეფასება და მათი გამოყენება პრაქტიკული პრობლემის გადაჭრისას.
            შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
                    პოულობს სივრცული ფიგურის მოცულობას. 

•პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნონა კიკნაძე
•ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: kiknadze94@gmail.com
•პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: kiknadze.blogspot.com